пятница, 29 ноября 2019 г.

რეფლექსია


სსიპ   ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N 106 საჯარო სკოლის
მასწავლებელი ნონა ღვილიაშვილის

                              რეფლექსია

2019-2020 სასწ . წლის  1 სემესტრში გეომეტრიული ფიგურების თემის გავლის დროს მე გამოვიყენე
 ისტ -ი.  ჩემ გაკვეთილზე , რომელის ჩატარდა  15 ნოემბერს   ვაჩვენე პ საპრეზენტაციო პროგრამა Microsoft PowerPoint -ში  შექმნილი მასალა თემაზე: გეომეტრიული ფიგურები.
გაკვეთილის დასაწყისში გავაცანი მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკები. გაკვეთილი მიმდინარეობდა წინასწარ შედგენილი გეგმის  მიხედვით. მოსწავლეები გავიდნენ შედეგზე. გაკვეთილი გეგმის მიხედვით ჩავატარე და არ დამჭირდა კორექტივების შეტანა.
ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები განკუთვნილია მე-37კლასის მოსწავლეებისათვის, იგი მოიცავს ამ კლასისათვის  განკუთვნილ საკითხებს.  ჩემი რესურსის შექმნა   განაპირობა შემდეგმა ფაქტორმა :
·         მოსწავლისათვის  რთული და მოსაწყენია  ტრადიციული გზით  ახალი მათემატიკური  მასალის  ახსნა , მით უფრო, გეომეტრიული ფიგურები, რომელიც ვიზუალურ აღქმას და განმტკიცებას საჭიროებს.
·         მსურდა მასალა უფრო საინტერესო  და ადვილად აღსაქმელი გზით მიმეტანა კლასში, რის საშუალებასაც ისტ-ის  გამოყენება მაძლევდა.
·         რესურსი ინტერაქტიულია და აქტიურად რთავს მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში,
·          ხელს უწყობს როგორც შესწავლილი მასალის გამეორებას, ასევე ახალი მასალის დამახსოვრებას, ცოდნის განმტკიცებას.
·          აქტიურად ხდება ისტ-ის გამოყენება, რაც ხელს უწყობს გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას.
  ამ რესურსით მოსწავლეები ხალისით იყენებენ შესწავლილ მასალას პრაქტიკაში, ხდება შესწავლილი მასალის სახალისოდ გამეორება, რაც უზრუნველყოფს უფრო საფუძვლიანად დამახსოვრებას.
ჩემ მიერ შექმნილი რესურსი ხელს უწყობს სხვადასხვა უნარების განვითარებას, როგორიც არის :
ü  მიზან შედეგობრივი კავშირების დანახვა,
ü  ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარება,
ü   ცოდნის მობილიზებასა და ყურადღების კონცენტრაცია,
ü   ხელს უწყობს მოსწავლეებს გაუჩნდეთ სწრაფვა ახალი ცოდნის შეძენისაკენ,
ü  ზრდის მოტივაციას.  



Комментариев нет:

Отправить комментарий